понедельник, 24 августа 2015 г.

ფერისმჭამელა

აკნე

აკნე (ფერიმჭამელა, acne, comedone) - კანისდაავადება, რომელიც წარმოიქმნება უპირატესად პუბერტულ პერიოდში და ხასიათდება  ცხიმოვანი ჯირკვლებისჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვული გადაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებიშეკრულობები,ჰიპოვიტამინოზებიენდოკრინოპათიები, აგრეთვე კანის პირადი ჰიგიენის დაუცველობა. ფერიმჭამელების ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა.
კანის ცხიმის შემდგომი შეგუბება სადინარში ხელს უწყობს იქ არსებული ჩირქმბადი მიკრობების აქტივაციას, ანთების განვითარებასა და პუსტულიზაციას.  პროცესი ჩვეულებრივ ლოკალიზებულია სახეზე (შუბლი, ცხვირის ფრთები, ნიკაპი, ლოყები), აგრეთვე კეფაზე, ზურგზე, გულმკერდზე; ვლინდება უპირატესად კვანძოვანი ან ჩირქგროვის ხასიათის მწვავედ ან ქვემწვავედ მიმდინარე ანთებითი გამონაყარი.

 იხილე გაგრძელება http://www.medgeo.net/2009/10/15/acne/

Комментариев нет:

Отправить комментарий