ფარისებრი ჯირკვალი 

ლალი დათეშიძე
ფარისებრი ჯირკვალიფარისებრი ჯირკვალი (glandula thyroidea) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს.
ფუნციონალური ანატომია, ფიზიოლოგია. ფარისებრი ჯირკვალი შედგება ორი წილისგან და ყელისგან. მარჯვნიდან და მარცხიდან წილები ესაზღვრებიან ტრაქეას, ხოლო ყელი მდებარეობს ტრაქეის წინა ზედაპირზე. ზოგჯერ, ჯირკვლის ყელიდან ან მარცხენა (იშვიათად მარჯვენა) წილიდან გამოდის დამატებითი პირამიდული წილი. ნორმაში ფარისებრი ჯირკვლის მასა შეადგენს 20–60 გრ, წილების ზომები მერყეობენ 5–8×2–4×1–3 სმ ფარგლებში. Read the rest of this entry »